შვეიცარიაში, მაშინაც კი როცა ავტორბოლები აკრძალული იყო, მანქანები მთებში ასვლაში ერთმანეთს მაინც ეჯიბრებოდნენ, მთები კი ქვეყანას ნამდვილად არ აკლია. მსგავსი რბოლები მონაწილეთა სიმცირეს არც ახლა განიცდის. თუმცა, ხშირად ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ავარიით სრულდება და ზუსტად ასე მოხდა ამჯერადაც, როცა ექსკლუზიური Ferrari-ს სუპერქარი დაიმტვრა.
თუ რატომ ვერ გაუმკლავდა ავტომობილის მძღოლი მართვას რთული სათქმელია. შვეიცარიული გამოცემა 20 Minuten-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არც მძღოლი და არც ადგილზე მყოფი მაყურებელი არ დაზარალებულა. თავად ავარიის მომენტი კადრში ვერ მოხვდა, თუმცა თუ როგორ გადააქვთ დამტვრეული სუპერქარი – კამერებმა კარგად დააფიქსირეს.
კუპე სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ მისი აღდგენა გამორიცხული ნამდვილად არ არის.