LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ბავშვს უფლება მისცა, რომ 2 მამა და 1 დედა ჰყავდეს

53
2poli

არგენტინაში, ბუენოს – აირესის სასამართლომ პოლიგამიური ოჯახის უფლებები აღიარა, ბავშვის მშობლებად ორი მამა და ერთი დედა დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას MercoPress ავრცელებს.

ორი მამაკაცი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და შვილის ყოლაც ძალიან უნდოდა. პატარის ბავშვთა სახლიდან აყვანა ან სუროგატის დედის დახმარების გამოყენება მათ არ სურდათ. წყვილს ურჩიეს, რომ მოეძებნათ ქალი, რომელსაც ასევე ენდომებოდა შვილი და ხელოვნურ განაყოფიერებაზეც არ იტყოდა უარს.

მომავალმა მამებმაც შესაფერისი კანდიდატურის მოსაძებნად სპეციალური საიტი შექმნეს. ქალის პოვნის შემდეგ კი მათ სასამართლოს მიმართეს. სახელმწიფო ორგანოების პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ დაადგინა, რომ კანონი ოჯახის ერთ კონკრეტულ მოდელს არ აკონკრეტებს.

ბავშვი სამივე მშობლის იყო და რომელიმეს გამოკლება დისკრიმინაციად ჩაითვლებოდა. „ყოველდღიური რეალობა გვაჩვენებს, რომ დედა ან მამა ბევრ ოჯახს აკლია, თუმცა ეს ბავშვების ცხოვრების ხარისხს და განვითარებას ხელს არ უშლის.“ – დააზუსტა მოსამართლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები