ბრიტანეთში გასაყიდად გამოიტანეს შავი ფერის Mercedes-Benz S-Class, 2001 წლის მოდელი, რომლის პირველი მფლობელიც ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ძირითადად ბრიტანული ბრენდების თაყვანისმცემელია, მის კოლექციაში რამდენიმე გერმანული ავტომობილიც ინახება. რაც შეეხება S-Class, მასზე ამ დრომდე ბექჰემის ინდივიდუალური სანომრე ნიშანია დამონტაჟებული.
S 500-ის ყიდვის დროს ბექჰემმა შეუკვეთა სარეგისტრაციო ნიშანი, სადაც თავისი ინიციალები მეუღლის, ვიქტორიას სახელთან გააერთიანა. შედეგად ავტომობილის ნომერია – B9DVB. ბექჰემმა მოდელის ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია შეარჩია და ავტომობილს V8 ძრავი აქვს. აგრეგატი 302 ცხენის ძალას ავითარებს და 5 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
2 ათეული წლის განმავლობაში მანქანამ 9 მფლობელი გამოიცვალა და მთლიანობაში 200 000 კილომეტრი გაიარა. ბოლო მეპატრონემ ძარის ფერი განაახლა, შეაკეთა ყველა დეფექტი და ავტომობილს აუქციონზე ყიდის.