LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ბეტონის ველოსიპედი, რომელიც დადის

205
ველოსიპედი

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მსოფლიოში პირველი ბეტონის ველოსიპედის Concrete Bike-ის შექმნის პროცესია ასახული. სიახლე წარმოადგენს ფუნქციურ მოდელს, რომლითაც გადაადგილება ქუჩებში შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე ტრანსპორტით მოძრაობა საკმაოდ არაკომფორტულია, მას დანიშნულების ადგილამდე მიყვანა ნამდვილად შეუძლია. ამასთან, მეპატრონე გზაში დამატებით ფიზიკურ დატვირთვასაც მიიღებს.

უჩვეულო ველოსიპედის შესაქმნელად გუნდმა 2 თვეზე მეტი დრო დახარჯა. პროექტის ბაზად მათ სერიული ველოსიპედების დეტალები გამოიყენეს. შემდეგ კი ბეტონისგან დაამზადეს სავარძელიც, ჩაფხუტიც და სათვალეც.

ასეთი ველოსიპედის მთავარი საფრთხე მუხრუჭების არ არსებობაა. მისი მასა 130 კილოგრამს შეადგენს და Concrete Bike არის ყველაზე მძიმე ორსაბურავიანი მოდელი, რომელიც კი ოდესმე ქუჩაში გასულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები