სატვირთო ავტომობილები თითქოს ძალიან შორსაა ტუნინგისა და სპორტისგან, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირული აზრია. მრავალტონიანი მონსტრები სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის მოდიფიკაციისთვის მშვენიერი ბაზაა.
ავტო ჟურნალისტებმა ისტორიას გადახედეს და ერთობ გასაოცარ ექსპონატებს მიაგნეს – სარბოლო და რეკორდული სატვირთოები, ისეთები რომლებსაც სერიულ პროდუქციასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო.. მოკლედ გადახედეთ გალერეას, რომელიც საინტერესო ნამდვილად არის!







