LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონდრიანის შედევრი 75 წელი უკუღმა ეკიდა

96
2314

ჰოლანდიელი ხელოვანი-აბსტრაქციონისტის პიტ მონდრიანის ქმნილება 75 წელი უკუღმა ეკიდა.

უახლოეს მომავალში მხატვრის გამოფენა იგეგმება და გერმანულ მუზეუმში Kunstsammlung Nordrhein-Westfalen K20 პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც კურატორმა სიუზან მეიერ-ბიუზერმა განაცხადა, რომ ნამუშევარი სახელად New York City I მთელი ეს წლები არასწორად იყო წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ Art news ავრცელებს.

კომპოზიცია New York City I, რაც დაწებებულ ხაზებს წარმოადგენს, მონდრიანმა 1941 წელს შექმნა. შედევრი საზოგადოებას პირველად 1945 წელს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარუდგინეს და როგორც ჩანს, ხაზები უკვე იმ დროისთვის არასწორად იყო გამოსახული. სიუზანმა წარსულში გადაღებული კადრები შეისწავლა და მიხვდა, რომ ნამუშევარი მთელი ეს წლები უკუღმა ეკიდა.

ტილო ბუნებრივია მაშინვე გაასწორეს, კურატორს კი ასეთი აღმოჩენისთვის ნამდვილად მედალი ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები