გერმანულმა კომპანია TUV, რომლის საქმიანობაც სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ შემოწმებას გულისხმობს, ამ სეზონის შედეგები გამოაქვეყნა. სპეციალისტთა შეფასებით, 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ივნისის თვემდე გერმანიაში ტექ-დათვალიერება 9 600 000 ავტომობილმა გაიარა. ავტომობილთა 69 პროცენტს არანაირი პრობლემა არ აღმოაჩნდა, 11%-ს ნაკლებად სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ხოლო 0,5%-ს გზაზე გასვლა საერთოდ აუკრძალეს.
გერმანელების შეფასებით, ამ სეზონის ყველაზე სანდო ავტომობილი Mercedes-Benz B-კლასია. 100 ავტომობილს ექსპერტებმა მხოლოდ 2 პრობლემა აღმოუჩინეს. ლიდერთა სამეულშია Mercedes-Benz GLC და Volkswagen Golf Plus. შედარებით მეტი დეფექტი ჰქონდა Audi Q3-ს და Volkswagen T-Roc-ს.
ანტი-რეიტინგის ლიდერია dacia Logan, რომლის შემთხვევაშიც 11,6%-მა ტექ-დათვალიერება ვერ გაიარა. გარდა ამისა, პრობლემურ მოდელებად სპეციალისტებმა Dacia Dokker, Volkswagen Sharan და Ford Galaxy დაასახელეს.