ნოემბერი დასრულდა და გერმანიაში დღესასწაულის პირველი ნიშნები გაჩნდა. ტუნინგის მოყვარულები, სარბოლო გუნდები და სპორტული ავტომობილების მწარმოებლები მთელი ქვეყნიდან, ტრადიციულად დასავლეთისკენ გაემართნენ. მთავარი სანახაობა დიუსელდორფის სიახლოვეს, ქალაქ ესენში გაიმართება. ნახევარ საუკუნეზე მეტია ადგილობრივ საგამოფენო ცენტრში თემატური მოტორ-შოუ ტარდება. თავიდან ის ავტო-რბოლებს ეძღვნებოდა, თუმცა უკვე კარგა ხანია ტუნინგ-წვეულების ადგილად გადაიქცა.
ყველამ ვიცით, რომ გერმანული ტუნინგის ოქროს ხანა უკვე წარსულს ჩაბარდა, კანონმდებლობა კი ისეთი მკაცრია, რომ ცოტა თუ გაბედავს სერიოზულ ცვლილებებს.
თუმცა, თუ როგორ ცხოვრობენ გერმანელი ენთუზიასტები, მაინც ძალიან საინტერესოა.







