თურქეთი დამსვენებლებისთვის ახალ ტურისტულ გადასახადს აწესებს. ადგილობრივი ტელეარხის NTV-ის ინფორმაციით, გადასახადის ოდენობა 2%-ს შეადგენს. სიახლე ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
ახალი გადასახადი შეეხება ყველა ტურისტს, ვინც სასტუმროებში, საკურორტო სოფლებში, ბუტიკ-სასტუმროებში, მოტელებში, პანსიონატებში, სოფლებსა თუ კარავში იცხოვრებს. გარდა ამისა, გადასახადი დაეკისრებათ იმ ტურისტებსაც ვინც დასვენების ბაზებსა თუ კარვებში გაჩერდება.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სტუდენტებისთვის და დიპლომატებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ახალი გადასახადი უკვე გამოჩნდა სასტუმროების დაჯავშნის საიტებზე და დამსვენებლებს ფული ავტომატურად ჩამოეჭრებათ.