LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

62

თბილისში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კოსტავას ქუჩა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან სანაპირომდე („ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ) 40 000 კვ/მ გზა კაპიტალურად კეთდება. მოიხსნა ძველი, დაზიანებული ასფალტის საფარი და მოეწყო ახალი ბაზალტის ბორდიურები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა საფარის ზედა ფენა.

თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე, სულ 11 000 კვ/მ-ზე მოხსნილია ძველი და იგება ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი. ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე კი მიმდინარეობს დაზიანებული საფარის მოხსნა, რის შემდეგაც 9 000 კვ/მ-ზე მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზის მონაკვეთებზე, ასევე სხვა 20-მდე ქუჩაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები