LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ინოვაციების დედაქალაქი საფრანგეთში მდებარეობს

132
thumb_1024x663_marseille-icapital-11zon

ფრანგული ქალაქი ექს-ან-პროვანსი ევროპის ინოვაციების დედაქალაქი გახდა. ამ პრიზით ყოველწლიურად აჯილდოებენ ქალაქებს, რომლებიც თავის მუშაობაში აქტიურად იყენებენ ინოვაციებს და მათ განვითარებასაც ხელს უწყობენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

მაგალითად, ექს-ან-პროვანსში ძალიან ბევრი ლაბორატორია და ცენტრი მუშაობს, რომელთა დახმარებითაც ადგილობრივები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვაში იღებენ მონაწილეობას, წყლის სისუფთავეს, ნარჩენებს, ქალაქის დაგეგმარებას, ეკონომიკურ განვითარებას და გარემოს დაცვას აკონტროლებენ.

გარდა ამისა, ქალაქში არის საფრანგეთში პირველი ტექნოლოგიური პარკი, რომელიც განახლებად ენერგიებზე გადასვლას ეძღვნება. ამ დროისთვის დასახლებაში 110 სტარტაპი და კომპანია მუშაობს, რომელთა მიზანიც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა.

დაბოლოს, ქალაქში შეიმუშავეს მობილური აპლიკაცია ქალებისთვის, რომელიც მათ ქუჩაში ძალადობისგან იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები