LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩემპიონთა ლიგის ვერა, მაგრამ ევროპის ლიგის ფინალის ჩატარება შესაძლებელია

37

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაზეთ ”პრაიმ-თაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში 11 აგვისტოს თბილისში გამართულ სუპერთასის შეხვედრაზე ისაუბრა.
“ბევრი ახლობელი ადამიანი შემხვდა ვიპ-ლოჟაში, უცხოელები, უეფას წარმომადგენლები, პრეზიდენტები. ყველანი ისეთი თვალებით იყურებოდნენ, რომ თქვენ ასეთ დონეზე ჩაატარეთ ეს თამაშიო. ეს იცით რას ნიშნავს? – იმას, რომ უეფა უკვე სერიოზულად დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ სხვა ღონისძიება ჩატარდეს აქ. მოგვცენ თუნდაც ევროპის ლიგის ფინალი. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოგვცემენ, რადგან სასტუმროების საკმარისი რაოდენობა არაა, არც 80-ათასიანი სტადიონი არ გვაქვს, მაგრამ ევროპის ლიგის ფინალს თავისუფლად ვუმასპინძლებთ და ეჭვი არ მეპარება, დადგება ეს დროც, რომ უკეთეს მატჩებსაც ჩავატარებთ.
საბერძნეთიდან დამირეკეს ჟურნალისტებმა, ნახევარი საათი ველაპარაკებოდი. ამაყი ვარ, რომ ასეთი დონის მატჩი ჩავატარეთ. ყველა ამაყობს და უხარიათ, რომ ყველაფერმა ასე ჩაიარა. უკეთესს ვერ ინატრებდი”, – აცხადებს ქეცბაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები