ცნობილმა ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა სკოტ შუმანმა, რომელმაც მოდურად ჩაცმული რიგითი ადამიანების ფოტოების გადაღებით გაითქვა სახელი, ხშირად თანამშრომლობს სარეკლამო კომპანიებთან. შუმანის ბოლო პროექტი – ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ამერიკული ფირმისთვის ”Coach” მოამზადებული ლუქბუქია.


ახალი პროექტში შუმანმა ძველ ნაცნობებს – იმ რიგით ადამიანებს მიმართა, ვინც მანამდეც მონაწილეობდა ფოტოსესიებში და მათ Coach-ის ჩანთების ხელში დაჭერა თხოვა.
