LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავლიოთ თუ არა ყავა?!

122

პირველად ყავის ხის მოშენება ეთიოპელებმა დაიწყეს. ყველაზე ადრე სწორედ მათ შენიშნეს ამ მცენარის გამამხნევებელი ეფექტი. ამ დროში ყავას კი არ სვამდნენ, ჭამდნენ. ყავის მარცვლებს ადუღებულ ცხიმში წვავდნენ და სუფრაზე საუზმის სახით მიჰქონდათ.
ევროპაში ყავა პირველად არაბებმა შეიტანეს. თავის დროზე ეკლესია ყავის გამოყენებას სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევდა. მას არც თანამედროვე მეცნიერები სწყალობენ, ყავას არც თუ უსაფრთხო სასმელად მიიჩნევენ. მაგრამ თუ ზომიერებას დაიცავთ, ის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.

 

–

ყავის მარცვლები საკმაოდ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მათ შემადგენლობაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი მაკრო და მიკრო ელემენტები, როგორებიცაა რკინა, იოდი, მაგნიუმი და ფოსფორი.
უძველესი დროიდან ცნობილია რომ კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას ასტიმულირებს, შრომისუნარიანობას ზრდის და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. სულ 1-2 ფინჯანი ყავა დღეში ყურადღების კონცენტრაციას ეხმარება და სამუშაოდ განაწყობს.

–

 

არაბიკა, გვადელუპა, გვატემალა, კამერუნი, კანეფორა, კენია, კოვილოუ, კოლუმბია, მალაბარი, მოკო, რობესტა, სანტოსი – ყავის ჯიშებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები