LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცინცინატის მასტერსი ფედერერმა მოიგო

49

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ცინცინატში გამართული მასტერსის ტურნირი, როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა.

ფედერერმა ფინალურ მატჩში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 32 წუთში დასრულდა. ფედერერმა 7 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯოკოვიჩს 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ჯოკოვიჩს 9 მასტერსის ტურნირიდან რვა მოგებული ჰქონდა, მხოლოდ ცინცინატის მოგებაღა აკლდა. ნოლეს ფედერერი რომ დაემარცხებინა, ერთეულთა თანრიგში ერთადერთი კაცი ჩოგბურთელი გახდებოდა ვისაც ცხრავე მასტერსი მინიმუმ ერთხელ მაინც ექნებოდა მოგებული. როგორც ჩანს 28 წლის სპორტსმენი მომავალ წელს ეცდება აღნიშნული რეკორდის დამყარებას.

ფედერერმა ცინცინატის ტიტული მეშვიდედ აღმართა (2005, 2007, 2009, 2010, 2012, 2014, 2015). ხოლო კარიერაში ერთეულთა თანრიგში 87-ე ტიტული დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ღია ერაში ერთეულთა თანრიგში ტიტულებით ფედერერს მხოლოდ ორი ჩოგბურთელი უსწრებს, ჯიმი კონორსი რომელსაც 109 ტურნირი აქვს მოგებული და ივან ლენდლი – 96 ტიტულით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები