LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა: „ჯაჯანას თვალი არ მეცეს…“

264
ია ფარულავას მიერ დაწერილ სტატიას, რომლის ერთი ნაწილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, დიდი რეზონანსი მოჰყვა. პირველ რიგში, მის მიერ სტატიაში ნახსენები მაია ასათიანისგან, რომელსაც„დასუსტებული და გადაღლილი ქალი“ უწოდა.
მაიამ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა, როდესაც მართლა გადაღლილი იყო და „რუსთავი 2“-ის სასადილოში გონება დაკარგა, ია ფარულავას, როგორც კოლეგას, ერთხელ მაინც მოეკითხა.
ასეა თუ ისე, ია ფარულავამ, ახალი სატელევიზიო სეზონის წინ საკუთარი თავის გარშემო კვლავ აჟიოტაჟი შექმნა. ახლა კი ახალი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც მყისვე მოჰყვა აღფრთოვანებული კომენტარები მისი „ფეისბუქ“-მეგობრებისგან. მათ შორის ერთ-ერთმა იას დაუწერა, თვალი არ გეცესო, რაზეც ფარულავამ უპასუხა: „ჯაჯანას თვალი“. საკუთარ სტატიაში, სადაც თოქ-შოუებს აკრიტიკებდა, გია ჯაჯანიძის შესახებაც დაწერა. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე იხუმრა „სხვა რაკურსის“ წამყვანის შესახებაც.
ია ფარულავას ახალი ფოტო ფოტოგრაფ  George Van de Camp-ს ეკუთვნის.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები