იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორე ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
აღნიშნული თერთმეტეული გულშემატკივართა არჩევნით შედგა, რომლებმაც მონაწილეობა გამოკითხვაში მიიღეს.
ზედიზედ მეორე ტურია სიმბოლური გუნდში ხვდებიან ”რომას” ახალწვეული გოლკიპერი ვოიცეხ შჩესნი და ”ტორინოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი დანიელე ბაზელი.
მეორე ტურის საუკეთესო თერთმეტი ფეხბურთელი კი შემდეგნაირია:
მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (“რომა”)
მცველები: ნიკოლა მაკსიმოვიჩი (“ტორინო”), მირანდა (“ინტერი”), დანიელე დე როსი (“რომა”), ალი ადნანი (“უდინეზე”)
ნახევარმცველები: დანიელე ბაზელი (“ტორინო”), მირალემ პიანიჩი (“რომა”), ვალტერ ბირსა (“ტორინო”)
თავდამსხმელები: ალბერტო პალოსკი (“კიევო”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ედერი (“სამპდორია”)