აშშ-ში ჰაერის ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ იგუანები იყინებიან და ხეებიდან ძირს ვარდებიან. Fox 13-ის ინფორმაციით, უჩვეულო მოვლენის მომსწრე სამხრეთ ფლორიდას მაცხოვრებლები გახდნენ.
ადგილობრივები მასობრივად ავრცელებენ კადრებს, სადაც სავალ გზაზე, გაზონზე და სხვა ადგილებში აღმოჩენილი ქვეწარმავალია ასახული.
იგუანები ცივსისხლიანი ცხოველები არიან. როდესაც ტემპერატურა იკლებს, ტროპიკული რეპტილია მაქსიმალურად მოდუნებულ მდგომარეობაში გადადის, რის შემდეგაც ანაბოლიზმში იძირება. ასეთ მდგომარეობაში ხეებზე მსხდომი იგუანები ძირს ვარდებიან. როცა ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე ეცემა, იგუანა ფაქტობრივად უძრავი ხდება. ველური ბუნების დაცვის ექსპერტები ყველას ურჩევენ, რომ იგუანას შემჩნევის შემთხვევაში მათთვის ხელის შეხებისგან თავი შეიკავონ.
რეპტილიების მდგომარეობაზეც არ ღირს ნერვიულობა, იგუანები გათბებიან თუ არა მაშინვე მოძრავები გახდებიან.