LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუბლაშვილის მეწყვილე ქუჩაში აცეკვდა

284

მუსიკოსი ლევან ჩიჩუა საკუთარი „იუთუბის“ გვერდზე, ასევე „ფეისბუქზეც“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც თავად გადაუღო მოცეკვავე ვიქტორ ბურჭულაძეს. როგორც ჩანს, ვიქტორი საქართველოს სტუმრობს და მეგობრებთან ერთად ქუჩაში ანცობაზეც არ ამბობს უარს.

ვიქტორი სამეჯლისო ცეკვებს ასრულებს, ოღონდ უმუსიკოდ. ეს ყველაფერი კი ლევან ჩიჩუამ გადაიღო და „იუთუბზე“ სახალისოდ ატვირთა.

შეგახსენებთ, ვიქტორ ბურჭულაძე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მარიამ კუბლაშვილის პარტნიორი გახლდათ. წყვილმა გამარჯვება 2014 წელს მოიპოვა. მარიამს საჩუქრად ბინა გადაეცა, თავისი პარტნიორი კი ადვოკატმა ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

 

https://www.youtube.com/watch?v=pWEYmJBYNVQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები