LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს

25

“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის, ”მალმიოს” წინააღმდეგ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მან ასევე მიმდინარე სეზონში  პარიზელთა ამბიციებზე ისაუბრა.

“გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება. “პსჟ”-ს, ისევე როგორც ნებისმიერ დიდ გუნდს, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. ჯერ არ მოგვიგია ეს ტურნირი, მაგრამ ერთხელაც ეს მოხდება. ხვალ “მალმიოსთან” მატჩით ვიწყებთ. ეს კარგი გუნდია. კარგად უნდა მოვემზადოთ თამაშისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება მოწინააღმდეგე. მგონი, რთულ მატჩს უნდა ველოდოთ, ამის თქმის საფუძველს ნანახი მაძლევს. შვედების ძალიან ბევრ თამაშს ვუყურე, განსაკუთრებით, “სელტიკის” წინააღმდეგ. ისინი ძალიან ინტენსიურად თამაშობენ და არასდროს ნებდებიან.

ჯერ არ ვიცი, შეძლებს თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინდორზე გავსლას. ამას ვარჯიშის შემდეგ გადავწყევტთ” , – თქვა ბლანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები