ფსიქოლოგებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება ბავშვებისთვის საინტერესო, გასართობი და სასარგებლო საქმის გამოძებნა.
თუ უკვე ნახეთ საახალწლო მულტფილმები და ზღაპრები, შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა გონებრივი თამაშები, ექსპერიმენტები და ფოკუსები. ამაში ინტერნეტში მოძიებული ინსტრუქციაც დაგეხმარებათ. შესაძლებელია მისალოცების გაკეთება, რომლებსაც მერე ახლობლებსა და მეგობრებს აჩუქებთ. ან დაკავდეთ როგორც შემოქმედებით, იმავდროულად გემრიელი საქმითაც – გამოაცხოთ მარტივი რამ და შემდეგ მორთოთ. მთავარია გასართობმა და ინტერესებმა ოჯახის ყველა წევრი გაახაროს.
თუმცა ფსიქოლოგები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბავშვების სუფთა ჰაერზე გასეირნება და სხვადასხვა ღონისძიებაზე წასვლა, ასევე ძალიან კარგი და აუცილებელია.