LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევანდოვსკის სუპერ რეკორდი

54

გუშინ ბუნდესლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ”ბაიერნმა” ”ვოლფსბურგს” უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

მატჩის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

”რეკორდმაისტერის” დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ მეორე ნახევრის სტარტზე მოედანზე პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შეუშვა ტიაგო ალკანტარას ნაცვლად.

მეორე ტაიმის 9 წუთიან მონაკვეთში (51-60) კი ლევანდოვსკიმ მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა – მან დროის ამ მონაკვეთში 5 გოლი ვოლფსბურგელებს და ისტორიული შედეგი დაამყარა.

ევროპის 4 წამყვან ჩემპიონატში შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს 5 გოლი აქამდე არასოდეს გაეტანა. რეკორდი კი კუბალას ეკუთვნოდა, “ბარსელონას” ლეგენდამ 5 გოლი 19 წუთში შეგადო. პოლონელმა ფორვარდმა ეს რეკორდი 10 წუთით გააუმჯობესა.

გთავაზობთ თუ რამდენი წუთი მოუნდნენ ფეხბურთელები სხვადასხვა ჩემპიონატებში 5 გოლის გატანას.

რობერტ ლევანდოვსკი – 5 გოლი, 9 წუთში (2015)

ლადისლავ კუბალა – 5 გოლი, 19 წუთში (1952)

ჟერმეინ დეფო – 5 გოლი, 36 წუთში (2009)

მიროსლავ კლოზე – 5 გოლი, 39 წუთში (2013)

“წარმოუდგენელი რამ მოხდა! სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად. 22 სექტემბერი ჩემთვის დაუვიწყარ თარიღად დარჩება”,- განაცხადა 27 წლის პოლონელმა მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ერთი ფეხბურთელის მიერ 5 გოლის გატანას პენტა-თრიკი ეწოდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=sX31vjy-KaY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები