LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკა ამერიკაში ყველაზე დიდ ხელფასს იღებს

72

ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე “ორლანდო სიტის” ნახევარმცველი რიკარდო კაკა გახლავთ, რომელსაც წელიწადში 6,6 მილიონი დოლარი ეძლევა. მერსისაიდული “ლივერპულის” ლეგენდა სტივენ ჯერარდი ამ რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს, ფრენკ ლამპარდი მესამეა, ხოლო “ჩელსის” ლეგენდარული ფორვარდი დიდიე დროგბა საერთოდ არ არის ათეულში.

 

გთავაზობთ MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულს

 

  1. რიკარდო კაკა (“ორლანდო სიტი”) – 6,6 მლნ დოლარი;
  2. სტივენ ჯერარდი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) – 6,2 მლნ დოლარი;

3-4. ფრენკ ლამპარდი (“ნიუ იორკ სიტი”) – 6 მლნ დოლარი;

3-4. მაიკლ ბრედლი (“ტორონტო”) – 6 მლნ დოლარი;

  1. დავიდ ვილია (“ნიუ იორკ სიტი”) – 5,61 მლნ დოლარი;
  2. სებასტიან ჯოვინკო (“ტორონტო”) – 5,6 მლნ დოლარი;
  3. ჯოზი ალტიდორი (“ტორონტო”) – 4,75 მლნ დოლარი;
  4. რობი კინი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) – 4,5 მლნ დოლარი;
  5. ჯოვანი დოს სანტოსი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) – 4 მლნ დოლარი;
  6. კლინტ დემპსი (“სიეტლი საუნდერსი”) – 3,91 მლნ დოლარი;