LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ახალი მეტროსადგური “უნივერსიტეტი” იხსნება

64

მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” ბაქანზე პირველი მატარებლის შემოსვლამდე ორი წელი დარჩა. ვიდრე მგზავრები ახალ მეტროსადგურში ესკალატორით ჩავლენ, “პალიტრა ტვ” 51 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა სამუშაოების დასათვალიერებლად.

20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მშენებლობა ივნისის ბოლოს განახლდა. 2.6 კმ. სიგრძის გვირაბში ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება. მშენებლობის ფარგლებში ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე მოეწყობა.

პროექტის ღირებულება 86 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად “დელისისა” და “ვაჟა-ფშაველას” მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობის დასრულება 2017 წლის მარტისთვის იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები