ვერც გლობალურმა დეფიციტმა და ვერც გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ ვერ შეუშალა ხელი იმას, რომ Rolls-Royce-ს გაყიდვების ახალი რეკორდი დაემყარებინა, ბრიტანულმა ბრენდმა 2022 წელს კლიენტებს 6021 ავტომობილი გაუგზავნა. ფაქტობრივად, გასული წელი 118 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიისთვის გახდა პირველი, როცა 12 თვეში ამდენი მანქანის რეალიზება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი „კორონავირუსმა“ მოხსნა, როცა 2021 წელს 5586 მანქანა გაიყიდა.
Rolls-Royce ავტომობილებს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ყიდის და 2021 წელთან შედარებით 2022 წელს გაყიდვების მაჩვენებელი 8%-ით გააუმჯობესა. Rolls-Royce-მა გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა ყველა რეგიონში შეძლო და განსაკუთრებული შედეგი ჰქონდა – ახლო აღმოსავლეთში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, აშშ-სა და ევროპაში.