ხვალ ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა: ქართველები მსოფლიო რაგბის ფლაგმანს ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან და მიუხედავად მატჩის შედეგისა, ქართული რაგბის, და ალბათ საერთოდ სპორტის ისტორიაში, სწორედ მსგავსი ეპიზოდები ქმნიან კიდეც გამორჩეულ ისტორიას.
თბილისის დროით 23:00 საათზე, ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სახელგანთქმულ ”მილენიუმ სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გარკვეული ცვლილებები გამახორციელა.
ბორჯღალოსანთა რაზმი ”ოლ ბლექსის” წინააღმდეგ ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი:
ბექა წიკლაური, გიორგი აფციაური, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო თოდუა, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე
შერკინება:
კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ჩხაიძე, ლევან დათუნაშვილი, შალვა სუთიაშვილი, მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე