ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები შედგა, რომელიც SofaScore-მა ჩამოწერა. მასში არნემის “ვიტესის” ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.
მოგეხსენებათ, “ვიტესმა” “გრონინგენს” 5:0 მოუგო. აქედან ერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა შეაგდო, ხოლო გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ორივე ქართველის შეფასება 8,1 ბალია.
“კაშია შესანიშნავდ ასრულებდა დაცვით ფუნქციებს; ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა და ერთხელ კი ბურთი ძელსაც მოარტყა”, – ასეთია ქართველი ლეგონერების დახასიათება საიტზე.
“ვიტესს” 8 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.