LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორს უთქვამს მესი დავიჭიროთო

49

ლეო მესის თავზე შავი ღრუბლები ვერა და ვერ გაიფანტა. ტრავმირებულ სუპერბიჭუნას სახელმწიფო ისევ დამალულ გადასახადებს ედავება. ესპანეთის პროკურატურა მესისთვის თითქმის ორწლიან თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

არადა, ამ დღეებში არგენტინელ ფეხბურთელს ბრალდება მოუხსნეს და ეჭვმიტანილად მამამისი ხორხე ორასიო დატოვეს, რომელსაც 18-თვიანი პატიმრობა ემუქრება. სწორედ იგია ფეხბურთელის ფინანსური საქმეების წამმართველი და რადგან თავად მესის შესაძლოა არც ცოდნოდა მიმდინარე მაქინაციების თაობაზე, მისი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხვა დაიგეგმა.

თუმცა უცებ პროკურორმა საქმე განაახლა და ახლა თვით მესის დასჯას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე არგენტინელს ფულის გათეთრების ბრალდება მოუხსნეს, რომელსაც გამოძიების ვერსიით, საკუთარი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით ახორციელებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები