LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო-2016-ის წილისყრის დეტალები ცნობილი ხდება

48

ევრო-2016-ის ფინალური ეტაპის წილისყრის გარკვეული დეტალები ცნობილია. წილისყრა 12 დეკემბერს პარიზში შედგება.
23 ნაკრები 4 კალათაში მოხვდება: 5 გუნდი პირველში, 6-6 – მეორე, მესამე და მეოთხე კალათაში.
პირველ კალათში განთავსდებიან მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე გერმანია, ინგლისი, პორტუგალია და იტალია/ბელგია.
მეორე კალათს შეადგენენ: ავსტრია, შვეიცარია, ჩეხეთი, რუსეთი.
ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი წილისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და ავტომატურად მოხვდება A ჯგუფში პირველ ნომრად.
ევრო-2016-ის ფინალური ტურნირი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე საფრანგეთის მოედნებზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები