ფორმულა-1-ის გასულ ჩემპიონატზე Alfa Romeo F1 Team Orlen-ის გუნდმა კონსტრუქტორთა თასზე მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ამ მიღწევის აღნიშვნა გუნდმა უნიკალური მუსიკალური ნაწარმოებით გადაწყვიტა, ნაწარმოებით რომელიც ცნობილმა პიანისტმა ვინსენტ კორვერმა დაწერა და შეასრულა კიდეც. მუსიკალურ კომპოზიციას Fortissimo დაარქვეს.
Fortissimo – ეს არის მუსიკალური ტერმინი, რაც იტალიურად ითარგმნება როგორც „ძალიან ხმამაღალი“ ან „ნამდვილად ძლიერი“. კომპოზიტორმა სცადა პარალელი გაევლო ფორმულა-1-ის ტექნოლოგიებსა და ფორტეპიანოს ხმიანობას შორის.
შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.