სტუდია Warner Brothers სატელევიზიო სერიალზე მუშაობს, რომელიც მაიკლ ჯექსონის უკანასკნელ დღეებზე იქნება. ცნობილი ხდება, რომ სცენარს საფუძვლად ტრევის სმაილის წიგნი „სანამ განმსჯით: მაიკლ ჯექოსნის უკანასკნელი დღეების ტრიუმფი და ტრაგედია“ დაედება.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ შეასრულებს მასში მთავარ როლს. ცნობილია, რომ სტუდია ცდილობს ეს ინფორმაცია ბოლო მომენტამდე არ გაახმაუროს. შეგახსენებთ, რომ პოპ-ლეგენდა 2009 წელს გარდაიცვალა.