LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა მარგველაშვილი მეუღლესთან გაშორების შესახებ ჭორმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა

36

ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც მცირე ხნის წინ დიჯეი გიგი ჩიჩუაზე გათხოვდა, მეუღლესთან გაყრას აპირებს. დალევა და კლუბები უყვარს და ამის გამო ქმარს ვერ ეგუება.

ანამ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ეს ინფორმაცია განათავსა და კომენტარიც დაურთო: „მართლაც ექსკლუზივია, ვწუხვარ ძალიან. ეს ასეა ნამდვილად“. მას შემდეგ, რაც ამ პოსტს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ და იკითხეს, ნამდვილად დაშორდა თუ არა გიგის, ანამ ღიმილით უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „არ ვიცი, საიდან აქვთ ასეთი ფანტაზია. ალბათ, ვინმესთვის საინტერესო წასაკითხია. ეს ინფორმაცია ტყუილია“.

ანა და მისი მეგობრები ამ ჭორმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ნინი გოგიჩაიშვილმა მეგობარს ურჩია, რომ მეუღლე, რომელსაც კლუბი ნანახი არ აქვს, ერთხელ მაინც წაიყვანოს თან. „ვერ ვატარებ, დრო არ მრჩება, სასმელი მიყვარს… წავიყვან, იქნებ, გადავარჩინო ჩვენი ოჯახი“ – წერს ანა სიცილით სოციალურ ქსელში.

gigi

ana

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები