Brand Finance-მა ყოველწლიური რეიტინგი Global 500 გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 500 ბრენდი გაერთიანდა. ავტომობილთა კატეგორიაში პირველ ადგილს Tesla იკავებს, ამ უკანასკნელმა წინა წლის ლიდერს, Toyota-ს გადაუსწრო. მეორე ადგილზეა Mercedes-Benz, ხოლო Toyota წელს მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა. იაპონური მწარმოებლის ღირებულება 18%-ითაა შემცირებული და გლობალურ რეიტინგში ის მე-12 ადგილიდან მე-19-ზე გადავიდა.
Brand Finance-ის ცნობით, Tesla-ს ღირებულება 66,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც წინა წლის ფასთან შედარებით 44%-ით მეტია. ზოგად რეიტინგში ამერიკული მწარმოებელი 28-ე ადგილიდან მე-9 პოზიციამდე დაწინაურდა.
საავტომობილო კომპანიათა შორის მეორე ადგილი წილად Mercedes-Benz-ს ხვდა, რომელიც 58,8 მილიარდი დოლარი ღირს.
თუკი გლობალურ რეიტინგში ტოპ ოცეულს განვიხილავთ, სიაში მხოლოდ 3 საავტომობილო კომპანიაა, ხოლო ტოპ-50-ში BMW(33-ე ადგილი), Porsche (მე-40 ადგილი), Mitsubishi (43-ე ადგილი) და Volkswagen (47-ე ადგილი) მოხვდნენ.