LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე იტალიაში დაქორწინდნენ

135

ჯგუფ “ვიაგრა”-ს ყოფილი სოლისტი ვერ ბრეჟნევა კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძეზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “II Tireno” ავრცელებს. საქორწინო ცერემონია იტალიის საკურორტო ქალაქ ფორტე-დეი-მარმიში გაიმართა. ეს სწორედ ის ქალაქია, სადაც ბრეჟნევამ მელაძე გაიცნო.

ქორწინების რეგისტრაციას ქალაქის მერი უმბერტო ბურატი უძღვებოდა. ქორწილს მხოლოდ ახლო მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ფორმალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა სასტუმრო კომლექსში Paradiso al Mare გადაინაცვლეს.

ინფორმაცია ვერა ბრეჟნევას პროდიუსერმა უკვე დაადასტურა. ახალდაქორწინებულები, სავარაუდოდ, თაფლობს თვეს ტოსკანას სანაპიროზე გაატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები