LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე სამხრეთ აფრიკაა

36

დღეს ინგლისში მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატი დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს უძლიერესი მეტოქეები – ახალი ზელანდია და ავსტრალია დაუპირისპირდებიან. წუხელ კი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე მესამე ადგილისთვის მატჩი შედგა, რომელშიც სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს შეხვდა და ანგარიშით 24:13 დაამარცხა.

პირველი ტაიმი აფრიკელებმა 16:0 მოიგეს, “პუმებმა” კი ქულები მხოლოდ მეორე ნახევარში დააგროვეს.

სამხრეთაფრიკელთაგან ლელო ჯეი პი პიტერსენმა და ებენ ესტებესმა დადეს. სამხრეთამერიკელთა ერთადერთი ლელო კი ხუან პაბლო ორლანდიმ ბოლო წუთზე მიითვალა.

დღევანდელი ფინალური შერკინება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები