იაპონური ავტომწარმოებელი Honda გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ეკონომიური ავტომობილების მწარმოებელი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
იაპონელებმა ტესტირება ჩაუტარეს ახალ ავტომობილს Honda Civic Tourer, რომელმაც 14 000 კმ-მდე მანძილი დაფარა და 100კმ-ზე საშუალოდ 2,82 ლიტრი საწვავი მოიხმარა, რითაც კომპანიას ყველაზე ეკონომიური ავტომობილების მწარმოებელის სახელი მოუტანა.
ახალი Honda Civic Tourer აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი i-DTEC ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 118 ცხენის ძალას შეადგენს.
