LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგია-ესპანეთი აღარ ჩატარდება, ფრანგები ფიქრობენ

33

ბრიუსელში ბელგია-ესპანეთის მატჩი მომატებული ტერორისტული საფრთხის არსებობის გამო გადაიდო. ”ჩვენ არ შეგვიძლია მოთამაშეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ” – აღნიშნა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ. ბელგიის კრიზისულმა ცენტრმა დამნაშავის ფოტო უკვე გამოაქვეყნა.

ფრანგული პროფესიონალური საფეხბურთო პირველი და მეორე ლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ტური გადაიტანოს.
საფრანგეთის ჩემპიონატის ყველა მატჩის ჩასატარებლად აუცილებელია უსაფრთოების დამატებითი ზომების მიღება და დაცვის გაძლიერება.
ცნობილია, რომ თამაშების გადატანა შესაძლოა ტურის ყველა ან ნაწილს შეეხოს.

ინგლისელმა გულშემატკივრებმა საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის ტრადიციულ პროტოკოლში შესწორების შეტანა ითხოვეს.
დიდი ბრიტანეთის ჰიმნის შემდეგ გულშემატკივრები საფრანგეთის ჰიმნს, ”მარსელიეზას” შეასრულებენ.
მატჩი დღეს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები