მომღერალი ანა სემენოვიჩი დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა ბანკირ ივან სტანკევიჩთან ერთად, თუმცა, როგორც ირკვევა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ანა 1 წლის განმავლობაში მალავდა დაშორების ამბავს, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა.
როგორც თავად მომღერალი ამბობს, ის და ივანე მეგობრულად დაშორდნენ ერთმანეთს. ამჟამად კი ანას რომანი აქვს შვეიცარიაში მოღვაწე რუს ბიზნესმენთან. თუმცა, მომღერალი ამ თემასთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს.