ჩინელმა სტუდენტებმა ”ლეიკერსის” მცველის, კობი ბრაიანტის დიდი პორტრეტი თოვლზე გამოსახეს. შედევრის შექმნას ოთხი საათი დასჭირდა.
სტუდენტებმა კობის პორტრეტს ”მარად 24” მიაწერეს. იდეის ავტორი მეორე კურსელი და მომავალი მოქანდაკე ვეი სიუიდუნი აღწერს თუ როგორ გაუჩნდა პორტრეტის შექმნის იდეა.
”კობისთვის რაიმე უნდა გამეკეთებინა. ვფიქრობდი, რომ პენსიაზე გასვლას არ აპირებს და კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს. ახლა ვიცი, რომ ეს კობის ბოლო სეზონია. დავიწყე ქსელში კარგი ფოტოების ძიება, მსურდა მეპოვა ის, რომელზეც ბრაიანტი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ახლა და არა ახალგაზრდობაში”, – განაცხადა ვეიმ.
https://www.youtube.com/watch?v=d9e8_FfeJWM