სამხრეთ კორეაში Huyndai-ს პრემიალური სუბ ბრენდს Genesis-ის ოფიციალური დებიუტი შედგა, რომელსაც მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.
ავტომობილის დიზაინი ახალ სტილშია დამზადებული, რომელსაც კორეელებმა Athetic Elegance (ათლეტური ელეგანტურობა) უწოდეს. G90-ი სიგრძეში 5 205 მმ, სიგანეში 1 915მმ, ხოლო სიმაღლეში 1 495მმ-ია. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ აპირებენ უფრო გრძელი ვერსიის გამოშვებასაც.
უკანაწამყვანთვლიანი სედანში მოთავსებული იქნება 3 ტიპის ძრავი, V6 3.3 T-GDI, რომლის სიმძლავრეც 370 ცხენი იქნება, V6 ტიპის 3.8 GDI 315 ცხენის ძალით და V8 ტიპის 5.0 GDI ძრავი, რომლის სიმძლავრეც 425 ცხენის ძალა იქნება. თითოეულ ძრავზე მიმაგრებული იქნება 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
სალონის დიზაინში ძირითადად ხე და ტყავია გამოყენებული, რაც ავტომობილს კომფორტულს და მდიდრულს ხდის. გარდა ამისა, ვხვდებით ინოვაციურ მოწყობილობასაც, რომელსაც შეუძლია სავარძელი ავტომატურად მოარგოს მძღოლს, რაც დამატებით კომფორტს ნიშნავს.
გარდა ამისა ავტომობილში მოთავსებულია Lexicon-ის ფირმის აუდიო სისტემა, სმარტფონების უსადენო დამტენი, ჭკვიანი კლიმატ-კონტროლი და სხვა. უკან მჯდომი მგზავრებისთვის წინა სავარძლებზე დამონტაჟებულია პლანშეტებიც. ამ ყველაფერს კი თანამედროვე და მრავალმხრივ გათვლილი უსაფთხოების სიტემაც ემატება.
ავტომობილს მზოფლიო ბაზარზე 2016 წლიდან ვიხილავთ, თუმცა, როგორც კორეელები ამბობენ, 2020 წლისთვის Genesis-ი რამდენიმე მოდელით იქნება წარდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ჯიპის ტიპის იქნება.