გაზეთი რეზონანსი შსს-ს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც საუბარია თემაზე, რომელმა პონქტმა გამოიწვია მოსახლეობაში ყველაზე დიდი უკმაყოფილება?
”მოსმენიდან-თვალთვალამდე – ასეთი შეფასება მოჰყვა მძღოლების უმეტესობის მხრიდან ფარული პატრულირების წესის შემოღებას. ძალიან ბევრმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში წესების დარღვევის გარეშე გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია. ფეხით მოსიარულეები ცვლილების მიმართ ნაკლებად კრიტიკულები აღმოჩნდნენ, ბევრი ფიქრობს, რომ საგზაო მოძრაობის კონტროლი ადრეც უნდა გაძლიერებულიყო” – ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, მთავარი მოსახლეობის აზრია. აი რა კომენტარს აკეთებს მოსახლეობა ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებით.
”თუკი სურთ, რომ უსაფრთხოების ზომები დაიცვან, პრველ რიგში, გზებს მიხედონ. ათიათასობით ავტომანქანაა თბილისში, გადაჭედილია ქუჩები და ხშირად ისეთი მდგომარეობა იქმნება, რომ იძულებული ხდები წესი დაარღვიო”.
”იქნებ გვატყუებენ და ამით მხოლოდ ჩვენი დაშინება სურთ? ერთი ნაგვის დაყრაზე ამოქმედდა ჯარიმები და მეორე ამას მოჰყვება რეაგირება”.
”ძალიან კარგი ინიციატივაა, ეს ადრეც უნდა გაეკეთებინათ. იქნებ წესრიგი ქართველებსაც შეუყვარდეთ. ამჟამად მდგომარეობა კატასტროფულია. ყველა ფეხით მოსიარულე და თუ გინდა მძღოლი, ისე დადის, როგორც მოეპრიანება. არც შუქნიშანი იციან და არც ზებრა გადასასვლელი. ერთი ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროთ და ნახავთ მთელი დღის განმავლობაში რამდენი დაარღვევს მოძრაობის წესებს”.
”ეს კანონი იმიტომ შემოაქვთ, რომ უსაფრთხოება მეტად იყოს ჩვენს ქალაქში დაცული. მე როგორც ფეხით მოსიარულე, ვაპროტესტებ მძღოლების თავნებობას და მხარს ვუჭერ კანონის ამოქმედებას. მართალია, მძღოლების დიდი ნაწილი აპროტესტებს და გაიძახიან, რომ ფარულ პატრულირებას არ შეეგუებიან, მაგრამ სულ ტყუილად შფოთავენ. როცა ეცოდინებათ, რომ შეიძლება ვიღაცა ჩუმად ადევნებს თვალს, მეტად გააფრთხილდებიან. შეიძლება კარგად ვერ გააკონტროლონ, მაგრამ მიზანია, რომ, შიში ჰქონდეთ და სწორედ ეს განცდა შეუწყობს ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას.”
წყარო გაზეთი რეზონანსი