LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ოგბაიძე შავი ”Hummer”-ის დასჯას ითხოვს

96

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს თბილისის ერთ-ერთი შეძლებული სტუმარი შავი “Hummer”-ით. სოც-ქსელებში ამ ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

გუშინ ღამით კი საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ, არჩილ თალაკვაძეს ფეისბუქის საშუალებით ამ ადამიანის დასჯის მოთხოვნით მიმართა და  სტატუსს ვიდეოც დაურთო.

”ბატონო არჩილ, მე მგონი ამ დარღვევამ თბილისის ,,წლის თავხედობის” პრიზი მიიღო. უამრავ ჩვენი თანამოქალაქის თხოვნას გადმოგცემთ. მისი ადმინისტრაციული წესით დასჯა უბრალოდ პრესტიჟის საქმეა.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები