LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო დათოვლილი ბათუმიდან – „ქალაქი თითქმის სრულიად პარალიზებულია…“

45

„ნიჭიერის“ მონაწილე ზურა ბალანჩივაძე ბათუმში არსებულ სიტუაციას აღწერს, რადგან დიდი თოვლის მოსვლის შემდეგ, მისი თქმით, ქალაქი პარალიზებულია.

„საახალწლოდ თოვლი რომ ლამაზია და მშვენიერ განწყობას ქმნის, გასაგები და სასიამოვნოა

მაგრამ ქალაქში, რომელიც თითქმის სრულიად პარალიზებულია, გზებზე ყინული დევს, ხალხი ძირს ეცემა, მანქანები ცურავს ან ნახევარმეტრიანი თოვლის სარკოფაგშია მოქცეული, ვერ არის მთლად კარგი საქმე. მარილი მაინც მოაბნიეთ გემოვნებით?

როგორ შეიძლება, ქალაქს ნორმალური ეწოდოს, რომელსაც ზაფხულსა და ზამთარში ორი ყველაზე ტიპური სეზონური მოვლენისთვის ვერ მიუხედავს? ვერც მიშას დროს და ვერც ახლა.

.. სველი მოყინული თოვლის სიმძიმეს ზოგმა სახურავმა და ხემ უკვე ვეღარ გაუძლო“. – აღნიშნავს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ზურა ბალანჩივაძე.

12400648_10208067008970900_3847890296790529107_n

68c03cb6-a2dd-415d-902d-f9a5e86ad7e7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები