ცნობილი ინჟინერი როლანდ გუმპერი ახალი ავტომობილის დამზადებას გეგმავს, რომელიც სპეციალურად ნურბურგრინგისთვის მზადდება. გუმპერს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სპორტული ავტომობილების დამზადების კუთხით. მისი პირველი ნამუშევარი Gumpert Apollo გახლავთ.
ახალ ავტომობილზე კი ერთად რამდენიმე კომპანია, JAS Motorsport, Reiter Engineering და თავად Apollo Automobil GmbH იმუშავებენ. სწორედ ეს უკანასკნელი ეკუთვნის როლანდ გუმპერს, რომელმაც საკუთარი კომპანიის აქციები იაპონელებს მიყიდა და სახელი Apollo Automobil GmbH-ც სწორედ აქედან წარმოიშვა.
უკვე ცნობილია, რომ ახალ სუპერქარს სახელად Arrow (ისარი) ეწოდება და 11 იანვარს გამოჩნდება, ხოლო ოფიციალური პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე მარტში გაიმართება.