LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო რეიტინგში Volkswagen Polo დაწინაურდა

41

2015 წლის გაყიდვების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგი გამოქვეყნდა. რეიტინგს ერთპიროვნულად გერმანული Volkswagen Polo ლიდერობს.

გასული წლის საბოლოო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 642ათასზე მეტი Polo იქნა გაყიდული. ამ მაჩვენებლით კი გერმანელებმა 2014 წლის ლიდერი, Ford Fiesta უკან ჩამოიტოვეს, რომლის გაყიდვებმაც წელს 507ათას ავტომობილს მიაღწია. ეს ფაქტი კრიტიკოსებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

სამეულში აგრეთვე მოხვდა Renault Clio მოხვდა, რომელიც ევროპაში ლიდერობას არავის უთმობს. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით ავტომობილის გაყიდვებმა მხოლოდ 378 ათასი ერთეული შეადგინა.

რეიტინგს იაპონელების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამჯერად Toyota-მ და Honda-მ მეოთხე და მეხუთე ადგილები გაინაწილეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები