LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილი პირდაპირ ფედერერს გადაეყარა

32

ორშაბათს, სტარტს აიღებს “დიდი სლემის” პირველი ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა. მელბურნშია ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც წილისყრამ არ გაუმართლა: ჩვენებური პირველივე რაუნდში არც მეტი არც ნაკლები როჯერ ფედერერს შეხვდება. თუმცა მეორეს მხრივ ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშესთან თამაში საპატიოც არის, საინტერესოც და საამაყოც. იმედია, ქართველი სპორტსმენი წარმატებით გამოვა ამ საპასუხისმგებლო შეხვედრაში.

წლევანდელი ავსტრალია ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში მეორე დიდი სლემის ტურნირია, რომლის ძირითად ბადეშიც მოხვდა.

მამაკაცებს შორის განთესვის პირველი ნომერი სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიიღო, ქალებს შორის – ამერიკელმა სერენა უილიამსმა. ორივენი ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან.

ავსტრალიის ღია პირველობა 18-31 იანვარს, მელბურნში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები