ეპატაჟური მომღერალი კონჩიტა კვლავაც არ კარგავს აქტუალურობას როგორც მუსიკის მოყვარულებში, აგრეთვე მომღერლებში. ამის დასტურია ისიც, რომ რუსმა მომღერალმა გლუკოზამ წვერიანი ქალბატონის იმიჯი მოირგო.
საკუთარ მიკრობლოგში მომღერალმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით გადაიღო. პროგრამის დახმარებით მან საკუთარი სახე, კონჩიტას სახით შეცვალა.
”როგორ მოგწონთ ჩემი ოდნავ გაუპარსავი სახე?” – სწორედ ამ წარწერით გამოაქვეყნა ვიდეო გლუკოზამ. გლუკოზას, ფანების უმეტესობა ხუმრობის შინაარს მიუხვდა, ზოგმა კი ნეგატიური კომენტარებით დააჯილდოვა მომღერალი და ურჩია, მსგავსი საქციელი აღარასდროს გაიმეოროს.
Видео опубликовано Глюк’oZa (Наталья Ионова) (@chistyakova_ionova)