ნიკოლაი ბასკოვი და სოფი კალჩევოის ურთიერთობა საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. წყვილი უკვე 2 წელია ერთადაა. მომღერალს, რომელსაც წელს 40 წელი შეუსრულდება გამოტყდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად შეხედულებებიც შეეცვალა და ოჯახის შექმნაზე უარს აცხადებს.
”ჩვენ უკვე ზრდასრული ადამიანები ვართ. ხანდახან ადამიანები ძალიან ვიღლებით და მარტო ყოფნა გვინდა. მე ხელოვანი ადამიანი ვარ და კარგად მესმის, რომ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ სოფი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. მას ესმის, რომ ამ ეტაპზე მე ოჯახის შექმნა არ მსურს.” – აცხადებს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლაი ბასკოვი ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული, მისი მეუღლე სვეტლანა შპიგელი გახლდათ, რომელიც ბასკოვის ყოფილი პროდიუსერის, ბორის შპიგელის ქალიშვილია. წყვილს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.