LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთსა და კოჯორში გზის გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს

15

შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს თანამშრომლები, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდით სამუშაოები – ამ დრომდეა მობილიზებული მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა,„თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეძლონ.

“ძირითად ნაწილში, სადაც დღის განმავლობაში და საღამოს აქტიურად თოვდა, ინტენსიურად მუშაობდნენ  ჩვენი ბრიგადები. მთელი ღამის განმავლობაში არის მორიგეობა. 180 ადამიანი და შესაბამისად, 10 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკაა მობილიზებული. დილას ადრე მოიყრება, კიდევ, დამატებით მარილი, რათა ყინვების შემდგომ გადააგილება იყოს ასევე მარტივი, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ ყინვების დროს მოქალაქეები ზაფხულის საბურავებით გადაადგილებას მოერიდონ,  რათა ამას არ მოჰყვეს ავტომანქანების დაზიანება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები. ჩვენი სამსახურები ინტენსიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ რაიმე სახის შეზღუდვები და შეფერხებები გზებზე არ იყოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შპს “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზი – 2 61 90 50.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები