LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მე მიყვარს საქართველო” – ახალი პროექტი პატრიოტული სიმღერების ავტორებისთვის

141

ტელეკომპანია ”იმედზე” 27 ივნისიდან ახალი მუსიკალური შოუ ”მე მიყვარს საქართველო” დაიწყო. მუსიკალურ პროექტს „TBC TV,“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს. ”პროექტი საქართველოს რეგიონებს მოიცავს და პატრიოტული სიმღერების ავტორების და მათი კომპოზიციების აღმოჩენით არის დაკავებული. ეს არის დიდი შანსი მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ფართო მასებს თავისი ნამუშევარი გააცნოს,”- განაცხადა გადაცემის მუსიკაურმა ხელმძღვანელმა რუსა მორჩილაძემ. მისივე თქმით, ჟიური ავტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევდა. რეგიონული ჟიური კი ასე გამოიყურება: ლილიკო ნემსაძე, რომელმაც კასტინგი კახეთის რეგიონში ნინო ჩხეიძესთან ერთად ჩაატარა; ნატო გელაშვილი – შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი; მაია კაჭკაჭიშვილი -აჭარა-გურია; გიგა კუხიანიძე – იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი; ქეთი გაბისიანი – სამეგრელო-ზემო სვანეთი; მამუკა ბეგაშვილი (პეკე) – თბილისი, მცხეთა-თიანეთი და ქვემო ქართლი. გადაცემაში ავტორების სიმღერებს, მენტორების გადაწყვეტილებით, ცნობილი მომღერლები, ბრავო ბენდის თანხლებით, ცოცხლად შეასრულებენ. პროექტს ექვსი მენტორი ჰყავს. ესენი არიან – პეკე (მამუკა ბეგაშვუილი), მაია კაჭკაჭიშვილი, ქეთი გაბესიანი, ლილიკო ნემსაძე, გიგა კუხიანიძე და ნატო გელაშვილი. მენტორის ფუნქციაში მუსიკის შეფუთვა, შეკვრა, დასრულება და ტექსტის გადაკეთება შედის. მენტორი ასევე არჩევს, რომელმა მომღერალმა უნდა შეასრულოს კონკრეტული სიმღერა. ყოველ გადაცემაში 6 სიმღერის პრემიერა შედგება. სამი სიმღერის ავტორი კი ფინალში გადავა. ერთ ფინალისტს მაყურებელი მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებით აირჩევს, მეორეს „TBC TV” და ტელეკომპანია “იმედი” გამოავლენს, ხოლო მესამე ფინალისტს ჟიური ქულების მიხედვით დაასახელებს. ჯიურის წევრების ვინაობა კი ასეთია – მერაბ სეფაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, მაცაცო სებისკვერაძე, ბიბი კვაჭაძე და მაია დათუნაშვილი. გადაცემის ფინალი და გალა–კონცერტი 25 ივლისს ”რუსთაველის თეატრში” გაიმართება. პირველ ადგილზე გასული სიმღერის ავტორი 20 ათას ლარს, მეორე ადგილას გასული 10 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასული სიმღერის ავტორი 5 ათას ლარს მიიღებს. პროექტის გენერალუჯრი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, მუსიკალრი ხელმძღვანელი კი რუსა მორჩლაძეა. გადაცემა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე გადის და მას წამყვანები კახა კინწურაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი გაუძღვებიან. პროექტის რადიო პარტნიორია “არ დაიდარდო”

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები